ახალი ამბები

პარლამენტის სამი წევრი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა

18 მარტი, 2016 • 1077
პარლამენტის სამი წევრი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დეპუტატები- თემურ ხუბულური, გიორგი ფეიქრიშვილი და მახირ დარზიევი ავტოავარიის შედეგად დაშავდნენ. 

“ როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ხუბულოვს მკერდის მიდამოში აღენიშნება ჭრილობა, ასევე არის მსუბუქი ტვინის შერყევა, ფეიქრიშვილს აღენიშნება გულმკერდის დაჟეჟილობა და მას გადმოიყვანენ ქუთაისში, რათა დამატებითი ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდეს.  დარზიევსაც აღენიშნება შერყევა”, – განუცხადა ხუნდაძმ ჟურნალისტებს.

მისი ინფორმაციით,  სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა არც ერთს არ აქვს. დეპუტატი ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა ვისი მიზეზით და კონკრეტულად რა მოხდა, მან არ იცის და შესაბამისი სპეციალისტები დაადგენენ.

სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი