ახალი ამბები

“მაესტროს” თანამშრომლების ნაწილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართა

18 მარტი, 2016 • 1120
“მაესტროს” თანამშრომლების ნაწილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართა

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტების ნაწილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართა. საპროტესტო აქციაზე, რომელიც 15 საათზე დაიწყო, ჟურნალისტებმა პირი წებოვანი ლენტებით აიკრეს და სიმართლის გარკვევა  მოითხივეს.

აქციაზე ტელეკომპანიის 15-მდე ჟურნალისტი იმყოფებოდა. ასევე აქციაზე მისული იყვნენ არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე და მაესტროს 15%-იანი წილის მფლობელი მამუკა ღლონტი.

საპროტესტიო აქცია მდუმარე იყო – ჟურნალისტებს პედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ. ბაია გადაბაძემ კი განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ იმიტომ, რომ მოსამართლეები ცდილობენ, პირი აუკრან ჟურნალისტებს.

“არის ყველანაირი მცდელობა, პირველ რიგში, ამ შენობაშ მომუშავე მოსამართლეების მხრიდან, პირი აუკრან ჟურნალისტებს. ვაპროტესტებთ იმას, რომ ამ ქვეყანაში შავზე თეთრის მტკიცება ისევ დაიწყო, რასაც არ ველოდი და ძალიან ვწუხვარ. მაგრამ, ჯერ კიდევ არსებობს დრო, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს. ეს ძალიან კარგად გამოჩნდება 25 მარტის სასამართლოზე, სადაც 2 მთავარ საკითხზეა პროცესი ჩანიშნული. ეს არის ლოგო და ეს არის 25%-იანი წილი, რომელიც, მთელმა საქართველომ იციხ, რომ არ ეკუთვნის გია გაჩეჩილაძეს და რომ ლოგო არის ბაჩო კიკაბიძის,”- განაცხადა ბაია გადაბაძემ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას.

სასამართლოს მანდატურმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ სასამართლოს შენობიდან 20 მეტრის მოშორებით დამდგარიყვნენ, რაც აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს, თუმცა, ამ ფაქტს გართულება არ მოჰყოლია და აქცია იმავე ადგილზე გაგრძელდა.

"მაესტროს" ჟურნალისტთა საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოხთან. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 18.03.2016

“მაესტროს” ჟურნალისტთა საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოხთან. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 18.03.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი