ახალი ამბები

აბაშიძე კარასინის განცხადებაზე: თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, არაფერი დაგვემუქრება

18 მარტი, 2016 • 1265
აბაშიძე კარასინის განცხადებაზე: თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, არაფერი დაგვემუქრება

დღეს, 18 მარტს, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინის განცხადებაზე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, “თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, არაფერი დაგვემუქრება”.

“შეხვედრაზე კომენტარები, რაღაც კითხვა-პასუხი ყოველთვის ხდება ხოლმე. ეს ბუნებრივია, მაგრამ ეს არ ნიშნავს საკითხის განხილვას,” – ამბობს აბაშიძე.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლი მიიჩნევს, რომ დიალოგზე უარის თქმა ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს: “პირიქით, გაზრდის მათ რაოდენობას, მასშტაბებს და ეს ჩვენს ქვეყანაზე, ყველა ჩვენგანზე მტკივნეულად აისახება.”

როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს, მას არავისთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს. პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან აპირებს შეხვედრას, რომლის პირადი წარმომადგენელიც არის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

16 მარტს, პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის მხარეების შეხვედრამდე, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა მედიასთან საქართველოსთან შესაძლო კონფრონტაციაზე ისაუბრა. კარასინი ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული რიტორიკა მიუღებელია.

საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი