GPB აკა მორჩილაძის 10 სცენარის გადასაღებად რეჟისორებისთვის კონკურსს აცხადებს

აკა მორჩილაძის 10 სცენარის მიხედვით მხატვრული ფილმების გადასაღებად საზოგადოებრივი მაუწყებელი სატელევიზიო რეჟისორების შერჩევას იწყებს. 18-დან 25 მარტამდე ვებ გვერდზე განთავსდება სპეციალური აპლიკაცია შერჩევაში მონაწილეობის მიღების მსურველებისათვის.

საუკეთესოებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია: საზოგადოებრივი მაუწყებლის კრეატიული ბლოკის დირექტორი სერგი გვარჯალაძე, ტელეფილმების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვასაძე, დოკუმენტური სტუდიის ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური და რეჟისორი დავით ჯანელიძე.

შერჩევა ჩატარდება 2 ეტაპად. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა რეჟისორს, რომელსაც აქვს კინორეჟისორის დიპლომი.

შერჩევის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2016 წლის 29 აპრილს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი