17 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ირლანდიელთა ეროვნული დღესასწაული, წმინდა პატრიკის დღე აღინიშნება.
ირლანდიელები და ირლანდიელი ამერიკელები ირლანდიის მფარველი წმინდანის, წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავენ, რომელიც დაახლოებით 492 წელს, 17 მარტს გარდაიცვალა. თუმცა, როგორც წესი, ამ დღეს ასევე აღნიშავენ ირლანდიელთა მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს.
ეს დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნეს. “Global Greening-ის” კამპანიას შეუერთდა საქართველოც და თბილისის ანძა მწვანედ განათდა. 2016 წლის 17 მარტს თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წლისთავი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნება.

ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი თანმხლებ პირებთან ერთად მიემართებიან ირლანდიის მეგობართა ლანჩზე დასასწრებად, რომელიც წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ვაშინგტონი, აშშ © EPA 15.03.2016

აშშ, ვაშინგტონი, თეთრი სახლის შადრევანი წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით მწვანედ გაანათეს სიდნეი, ავსტრალია. მამაკაცი ადგილობრივ პაბში წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავს © EPA 15.03.2016