ახალი ამბები

ანონსი – 18 მარტი

17 მარტი, 2016 • 1345
ანონსი – 18 მარტი

წარმოგიდგენთ 18 მარტს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

10:30  „სიცილის ფესტივალის“ ორგანიზატორები: ნინო შავდია და რუსუდან ოსიყმაშვილი   პორტალ  „კვირას“ პრესკლუბში   პრესკონფერენციას გამართავენ.  მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

10:30 საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე დიდი ლილოს მოსახლეობისსაინიციატივო ჯგუფთან ერთად ბრიფინგს გამართავს. თემა: თბილისის ნარჩენების პოლიგონთან დაკავშირებული პრობლემები. მის: თავისუფლების N2 (თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო).

11:30 „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები-ს“  ხელმძღვანელი. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი  ნინო ჩხობაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.  თემა:  წყლის სისუფთავე და მდგომარეობა  საქართველოში; მოსალოდნელი წყალდიდობები; საბანაო წყლის მდგომარეობა და მოსალოდნელი კატასტროფები.   მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა599726565.

10:30 “პირველ პრესკლუბში” საინიციატივო ჯგუფის წევრები: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი და რევაზ ბახურიძე ბრიფინგს გამართავენ. ისაუბრებენ ინიციატივებზე, რომელიც პარლამენტში წარადგინეს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

10:30 ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე აბაშიძისN9-ში თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნობა და მოსახლეობასშეხვდება. საკონტაქტო პირი: ეკა მაჩიტიძე 551 17 67 64

11:00 ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის 10) კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც ახლადშემოერთებულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ და კამპანიის მომავალ გეგმებს გააჟღერებენ.

11:00 პრაიმტიმის პრეკლუბში ბრიფინგს გამართავენ ავტოკლუბებისა და უკანონოდ დაჯარიმებულ მძღოლთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები. თემა შეეხება უკანონოდ დაწერილ 200 ლარიან ჯარიმებს და მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას. ბრიფინგზე გაკეთდება საგანგებო განცხადება და დაანონსდება აქცია მსვლელობა, რომელიც გაიმართება 19 მარტს ოლიმპიური სტადიონების ავტო სადგომიდან შსს სამინისტროს მიმართულებით.

11:00 ტექნოპარკში გაიმართება The Economist-ის  წლიური ჟურნალის „მსოფლიო 2016“ ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია და კონფერენცია

11:00 „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.  თემა:  ფარული ჩანაწერები; სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები; კარასინი-აბაშიძის შეხვედრა და განცხადებები. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:00 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს. მინისტრი იუსტიციის სასწავლო ცენტრში თანამედროვე ფოტოგრაფების მიერ გადაღებული დაუნის სინდრომის მქონე პირთა პორტრეტების გამოფენას დაათვალიერებს. ღონისძიებაზე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება. მისამართი: იუსტიციის სასწავლო ცენტრი, პოლიტკოვსკაიას 3, (ყოფილი ჯიქია

11:00 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ირაკლი ზარქუა ბრიფინგს გამართავს. თემები: ლარის გამყარება, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი და პრემიერის გზავნილები ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება; რეალურად თუ ვის და რას ემსახურება რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების (ეს შენ გეხება) ბოლო დროს წარმოებული კამპანიები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფარული ჩანაწერები, კარასინის განცხადება, ოკუპაციის შესახებ კანონი

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი ვახტანგ მეგრელკიშვილი ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმაზე პრესკონფერენციას გამართავს

12:00 თიბისი გალერეაში, მარჯანიშვილის 7, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოსა და თიბისი ბანკის ორგანიზებით გაიმართება აშშ-ის საერთაშორისო საკოსულტაციო კომპანია Dalberg-ისკალიფორნიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ჯო დოგერთის საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე – ფილანტროპიის მიღმა: ინვესტიცია საერთო, ურთიერთმოგებიან ფასეულობებში. ლექციის დაწყებამდე, მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ლექციის დამთავრებისას გაიმართება საჯარო დისკუსია.

13:00 “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს თემაზე: “სრულიად საქართველოს და დაურეგისტრირებელი მიწის მფლობელებს ვულოცავთ! “მემარცხენე ალიანსის” მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებამ სრულად დააკმაყოფილა!” მის.: თბილისი, ი. ხვიჩიას 17

15:00 განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთანდაკავშირებით, პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. ადგილი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მისამართი:  მინდელის N 9

15:00 ა/ო „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“, „საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიაში“ გამართავს შეხვედრა თემაზე: სახელმწიფო ქონების განკერძოების  ეკონომიკური ეფექტების შესახებ სადაც ნაჩვენები იქნება სახელმწიფო ქონების განკერძოების საპილოტო პროგრამა. (მის: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 47, მე–6 სართული , „ჰუმანიტარულ–ეკონომიკრი კოლეჯის საკონფერენციო დარბაზი)

15:00  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დაიწყება ტრენინგების ციკლი ონკოლოგიის საკითხებზე ოჯახის ექიმებისთვის, რომელსაც გაუძღვებიან ჩეხი და ქართველი ექსპერტები. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის დონორი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. თბილისი, მ. ასათიანის ქ. N9

16:00  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. მის: თავისუფლების N2 (თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო).

18 მარტს საერთო სამოქალაო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო (PMMG) კამპანია „ეს შენ გეხება“-ს ფარგლებში მოქალაქეთა მობილიზების მიზნით აქციას ახმეტელის მეტროსთან გამართავს. კამპანია „ეს შენ გეხება“ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შაბათს, 19 მარტს, 13:00 საათზე ფილარმონიასთან გამართავს მშვიდობიან საპროტესტო აქციას, სადაც ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავს და ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული დანაშაულებების დროული გამოძიებისაკენ მოუწოდებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი