ახალი ამბები

ანონსი – 17 მარტი

16 მარტი, 2016 • 1045
ანონსი – 17 მარტი

09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორები: იზოლდა ჭილაძე და გიული ქეშელაშვილი “თსუ”-ში მიმდინარე პროცესებზე ბრიფინგს გამართავენ და საკუთარ პოზიციასა და მოთხოვნებს დააფიქსირებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავს. თემები: აბაშიძე-კარასინის შეხვედრა და კარასინის განცხადებები, თსუ-ში მიმდინარე პროცესები, ოდეერები, ფარული ჩანაწერები და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.

12:00 საათზე, გიორგი ცაგარეიშვილის ინიციატივით, კომპანიონი ცხოველთა კეთილდღეობის კანონპროექტის შესახებ ბრიფინგი. მისამართი: ჭავჭავაძის #7.

17:00 საათზე, კამპანიის “ეს შენ გეხება” ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება სტუდენტებთან. ილიაუნში 14:00 საათზე (A კორპუსი, #101 აუდიტორია)  სტუდენტებს შეხვდებიან ბაია პატარაია, ზვიად დევდარიანი და გიორგი კლდიაშვილი. თავისუფალ უნივერსიტეტში,  (საკონფერენციო დარბაზი, #200 აუდიტორია) სტუდენტებს შეხვდებიან ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია.

20:00 საათზე, თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, “Tbilisi Event Hall”-ში, ცნობილი ირლანდიური და ქართული ჯგუფების – “Jack Lukeman”-ის და “ნიუტონის” ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი