თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტმა, ნინო ჩუხრუკიძემ და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნატო კვირიკაშვილმა პროტესტის ნიშნად თვითმმართველობა დატოვეს. შესაბამის განცხადებას ხელმოწერით ჩუხრუკიძე ფეისბუკის პირად პროფილზე ავრცელებს.
“მე, კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, გავდივარ თვითმმართველობიდან და ვტოვებ ჩემს პოსტს, რადგან ვთვლი, რომ მხოლოდ ამ სტატუსის გამო არანაირი პრივილეგიით არ გამოვირჩები სხვა სტუდენტებისგან და არანაირ აქტივობებში არ მივიღებ მონაწილეობას, სანამ საკანონმდებლო დონეზე არ მოხდება თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად დარჩეს – კონსერვატორიის მართვის პროცესში მონაწილეობას მიღება და სტუდენტების ინტერესების დაცვა,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ჩუხრუკიძე ფეისბუქზე წერს, რომ ისინი მოძალადე სტუდენტურ თვითმმართველობებს ემიჯნებიან:
“აბსოლიტურად გაუგებარია მათი “სტატუსებრივი” და “ძმური” სოლიდარობა!
ჩვენ მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ თსუს-ს და კონსერვატორიის სტუდენტებს, არამედ ყველა იმ სტუდენტს, რომელიც დღეს იბრძვის სამართლიანობისთვის, ასევე, თვითმმართველობის წევრების უკანონო პრივილეგიებით სარგებლობის წინააღმეგ.
ჩვენ აქამდეც ავტომატურად ვეთიშებოდით ყველა იმ აქტივობას, სადაც ვერ ვხვდებოდით, რა კრიტერიუმით ირჩეოდნენ ერთი და იგივე სტუდენტები, რომლებიც არაფრით არ გამოირჩეოდნენ სხვა დანარჩენებისგან…
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დღემდე ასე გრძელდება და, ვფიქრობთ, თვითმმართველობის ასეთი სახით არსებობას ჯობს საერთოდ არ არსებობდეს, თუმცა მხარს ვუჭერთ რეორგანიზაციას – საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სტუდენტური თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად უნდა დარჩეს სტუდენტების ჩართულობა უნივერსიტეტის მართვის პროცესში.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მოძალადეების მიმართ მებრძოლ ყველა ადამიანს!
გვჯერა, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს და ყველაფერი გადაწყდება სტუდენტების სასიკეთოდ!”
ჩვენ, კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი Ninuci Chukhrukidze და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვან…
Posted by Ninuci Chukhrukidze on Wednesday, March 16, 2016
სტუდენტების პროტესტის მოვლენათა ქრონოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.