ახალი ამბები

“სტუდენტური თვითმმართველობის აქცია მე-2 კორპუსში გაგრძელდება”

16 მარტი, 2016 • 1189
“სტუდენტური თვითმმართველობის აქცია მე-2 კორპუსში გაგრძელდება”

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბახტურიძის განცხადებით, თვითმმართველობა თავის აქციას რექტორის გადაგომის მოთხოვნით უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გააგრძელებს. ამის შესახებ ბახტურიძემ პროფესორებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, პროფესორებთან ისაუბრეს შექმნილ ვითარებაზე. ბახტურიძე ამბობს, რომ თსუ პიკეტირებული არ უნდა იყოს.

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტური თვითმმართველობის წევრების აქცია დილიდან იმართებოდა. მათ სხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. სტუდენტური თვითმმართველობის წევრები რექტორის, ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა პაპავას ულტიმატუმი წაუყენეს და გადაგომისათვის 1-საათიანი ვადა მისცეს, თუმცა რექტორმა თანამდებობა არ დატოვა. ბახტურიძის თქმით, თვითმმართველობის წევრები 23:00 საათზე იმსჯელებენ იმაზე, თუ რას განახორციელებენ ამის საპასუხოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი