ახალი ამბები

სტუდენტური თვითმმართველობა პროფესორების საინიციატივო ჯგუფს ხვდება

16 მარტი, 2016 • 1044
სტუდენტური თვითმმართველობა პროფესორების საინიციატივო ჯგუფს ხვდება

 

თსუ-ს პროფესორების საინიციატივო ჯგუფი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს ხვდება. შეხვედრა უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მიმდინარეობს. შეხვედრას დაახლოებით 10-მდე პროფესორი ესწრება.

თსუ-ს პროფესორი ომარ მუკბანიანი ამბობს, რომ თვითმმართველობას თავისი მოთხოვნები აქვს, “ისინიც ჩვენი შვილები არიან, და გამოსავალი არის საუბარში. მისივე თქმით,  თსუ-ში ბევრი პრობლემა დაგროვდა, რომლებიც მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. მუკბანიანის აზრით, ეს პროცესები სადამსჯელო ზომების გარეშე, მშვიდობიანად უნდა დასრულდეს.

პროფესორები სტუდენტურ თვითმმართველობასთან შეხვედრამდე აუდიტორია #115-ის წევრებსაც ესაუბრნენ.

როგორც  მიხეილ ბახტაძემ განაცხადა, პროფესორებმა  მოისმინეს აუდიტორია #115-ის მოთხოვნები, ამჟამად კი თვითმმართველობის წევრებთან სასაუბროდ მოვიდნენ. მიხიელ ბახტაძის განცხადებით, მათი მიზანია, რომ პროცესი ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი