ახალი ამბები

დაპირისპირება პარლამენტში

16 მარტი, 2016 • 1119
დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გააკეთა:

” გუშინ ზაქარია ქუცნაშვილი ამბობდა “რუსთავი 2”-ის ეთერში, თუ ვინმემ იცით, როგორ უნდა აღვკეთოთ [პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება], ასეთი რამ რომ აღარ მოხდესო. მე მინდა გამოვეხმაურო მას. ბატონო ზაქარია და პატივცემულო ბატონებო, როგორც კი ნახავთ ადამიანს, რომელმაც ეს ამაზრზენი დანაშაული ჩაიდინა, როგორც ხვედელიძეზე გააკეთეთ, თავზე ხელი კი არ უნდა გადაუსვათ და სამსახურიდან კი არ უნდა გაუშვათ, არამედ  ვინც დანაშაულს ჩაიდენს, სამაგალითოდ უნდა დასაჯოთ, – აღნიშნა ბარამიძემ.

მის ამ განცხადებას დაპირისპირება მოჰყვა, რომელშიც მიხეილ მაჭავარიანი, კარლო კოპალიანი და შოთა ნიშნიანიძე მონაწილეობდნენ. დეპუტატმა კარლო კოპალიანმა სხდომათა დარბაზში მიხეილ მაჭავარიანს მიკროფონი ესროლა, რის შემდეგაც მაჭავარიანმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაპირისპირებაში მანდატურის სამსახური ჩაერია და სიტუაცია განმუხტა.

დღეს პარლემენტის პლენარული სესია მიმდინარეობს, სადაც დეპუტატებიპოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.

//

live-პარლამენტი

Posted by Goga Khachidze on Wednesday, March 16, 2016


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დეპუტატებმა პარლამენტის მიკროფონი ერთმანეთთან ბრძოლის იარაღად პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენეს. 2014 წლის 26 დეკემბერს პარლამენტის დარბაზში დეპუტატებმა დაპირისპირების დროს 5 მიკროფონი მოგლიჯეს და ერთმანეთს მათი დახმარებით გაუსწორდნენ. თითო მიკროფონი 450 ლარი ღირს, ანუ, საერთო ჯამში, 2014 წელს დეპუატების მიკროფონებით ჩხუბის გამო  სახელმწიფო ბიუჯეტს 2 250 ლარის ზარალი მიადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი