ახალი ამბები

ჯონ კერი: ერთიანი და აყვავებული საქართველო არსებითი ფაქტორია კავკასიის სტაბილურობისთვის

15 მარტი, 2016 • 1242
ჯონ კერი: ერთიანი და აყვავებული საქართველო არსებითი ფაქტორია კავკასიის სტაბილურობისთვის

“ჩვენ  გვჯერა, რომ დამოუკიდებელი, გაერთიანებული და აყვავებული საქართველო არსებითია კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის”, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გააკეთა ვაშინგტონში, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

კერიმ შეერთებული შტატების ხელისუფლების სახელით კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მხარდაჭერა. მან ხაზი გასუვა საქართველოს წვლილს ავღანეთის სამშვიდობო მისიასა და კონტრტერორისტულ საქმიანობაში.

ასევე კერიმ გამოთქვა სურვილი, ივნისში (ან ცოტა მოგვაინებით) საქართველოს ეწვიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი