ახალი ამბები

ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3575 ლარი ღირს

15 მარტი, 2016 • 1573
ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3575 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 16 თებერვლისთვის დადგენული ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3575 ლარი ღირს, რაც 6 თეთრით ნაკლებია 15 მარტისთვის დადგენილ კურზე.

ეროვნული ბანკის მიერ 1 მარტისთვის დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4713 ლარი ღირდა. დაახლოებით 2-კვირიან პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 0.1138 პუნქტით გამყარდა.

წლის დასაწყისში კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის  ფასი 2.5 ლარს აღემატებოდა.

დღეს, 15 მარტს, საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარი 2.365 ლარად იყიდება, თიბისი ბანკში – 2.3640 ლარი, ბანკ რესპუბლიკაში 2.37 ლარი, პროკრედიტ ბანკში – 2.3600 ლარი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი