ახალი ამბები

პრემიერის განცხადების შემდეგ განათლების სამინისტროში სპეციალური შეხვედრა დაიგეგმა

15 მარტი, 2016 • 1400
პრემიერის განცხადების შემდეგ განათლების სამინისტროში სპეციალური შეხვედრა დაიგეგმა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

სამინისტრო მიმართავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, 20:00-ზე გაიმართოს შეხვედრა.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში, განათლების სამინისტროს მოუწოდა, რომ შეხვდეს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს:

“ვინაიდან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების იმგვარად წარმართვა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სტუდენტებს, მშვიდ და სტაბილურ გარემოში შეძლებოდათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი პოზიცია ყოფილიყო სათანადოდ გააზრებული, ვავალებ განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება პარიტეტულ საწყისებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან, რათა მოხდეს შექმნილი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი