ახალი ამბებისაზოგადოება

თვითმმართველობის აქციაზე “ლიბერალის” და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტებს ხელი შეუშალეს

14 მარტი, 2016 •
თვითმმართველობის აქციაზე “ლიბერალის” და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტებს ხელი შეუშალეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დღეს დილიდან აქციას მართავენ, “ლიბერალის” ფოტოგრაფს კამერა დაუზიანეს, ხოლო ნეტგაზეთის რეპორტიორს ის ტელეფონი წაართვეს, რომლითაც აქციას იღებდა.

ლიბერალის კიდევ ერთ ჟურნალისტს, სოფო გოგიშვილს, რომელიც ასევე მობილურით იღებდა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს, გაურკვეველმა პირმა ყელში ხელი წაუჭირა და ტელეფონი ჩამოართვა.

“იმ ადგილას, სადაც თვითთმართველობის წევრები აქციას მართავდნენ, რაღაც ჩოჩქოლი იყო. ჟურნალისტები და ოპერატორები მივედით გადასაღებად. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლიბერალის ფოტოგრაფ ბასტი მგალობლიშვილს კამერა დააგდებინა ძირს, რა დროსაც დაზიანდა. ერთ-ერთმა პირმა ლიბერალის კიდევ ერთ ჟურნალისტს, სოფო გოგიშვილს ყელში ხელი წაუჭირა და მობილური ჩამოართვა. ამის გადაღება ვერ მოვახერხე, იმიტომ, რომ პარალელურად ნიღბიანმა პირმა მეც წამართვა ტელეფონი, რომელიც მალევე დავიბრუნე და გადაღება განვაგრძე. უნივერსიტეტის დაცვა მათ ვერ აჩერებდა და მე მეუბნებოდა, ტერიტორია დამეტოვებინა, სანამ რამეს დამიშავებდნენ,” – ამბობს ნეტგაზეთის ჟურნალისტი გიორგი დიასამიძე, რომელიც დილიდან უნივერსიტეტთან მუშაობდა.

ნეტგაზეთის ჟურნალისტმა მალევე მოახერხა თავისი ტელეფონის დაბრუნება, ლიბერალის თანამშრომლის ფოტოაპარატი კი დაზიანებულია. მოგვიანებით, ლიბერალის კიდევ ერთმა რეპორტიორმაც მოახერხა მობილურის დაბრუნება, თუმცა გაურკვეველმა პირებმა მის მიერ გადაღებული მასალა წაშალეს.

აკადემიური საბჭოს სხდომის შემდეგ, ხმაური ისმოდა თვითმმართველობის წარმომადგენლების მხარეს. მიმდინარე პროცესის გაშუქებისას ნეტგაზეთისა და ლიბერალის ჟურნალისტებს ხელი შეუშალეს. გაურკვეველი პირები და თვითმმართველობის ზოგიერთი წევრი ჟურნალისტებს პროვოკატორებს ეძახდნენ.პირველი ვიდეო. #TSU16 #ავტონომიქუნივერსიტეტს #მედია

Posted by netgazeti.ge on Monday, March 14, 2016

თსუ-ს 0 სართულზე არის პირველი და მეორე კორპუსების დამაკავშირებელი გვირაბი, რომელზეც უკანა მხრიდან აბრახუნებენ. უნივერსიტ…

Posted by Sophie Gogishvili on Monday, March 14, 2016

 

გაურკვეველმა პირებმა, რომლებიც თსუ-ს თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობდნენ, ლიბერალისა და ნეტგაზეთის ჟურნალისტებს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების გაშუქებაში ხელი შეუშალეს. ერთ-ერთმა პირმა ლიბერალის ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს ფოტოაპარატი დაუზიანა. გარკვეული პერიოდით მობილური ტელეფონი წაართვეს ნეტგაზეთის რეპორტიორს, გიორგი დიასამიძეს და ლიბერალის კიდევ ერთ ჟურნალისყს, სოფო გოგიშვილს. #TSU16 #ავტონომიაუნივერსიტეტს #მედია

Posted by netgazeti.ge on Monday, March 14, 2016

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით სრულიად ჩაიშალა – სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტში არ უშვებენ, ნაწილი კი შენობის შიგნით უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავს. რა ხდება უნივერსიტეტში? რა სურს სტუდენტურ გაერთიანება აუდიტორია #115-ს და რა სურს თსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობას? ნახეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი