ახალი ამბები

ანონსი: 14 მარტი

13 მარტი, 2016 • 1499
ანონსი: 14 მარტი

10:30 საათზე, მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ვის ხელშია მაკომპრომიტირებელი მასალები, რომლის გამოქვეყნების შესახებ არეშიძე წლების წინ საუბრობდა და მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრი ქალბატონების შესახებ არსებულ მასალებზე; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „კონსერვატორი“ ბიძინა გუჯაბიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერები; „კონსერვატორების“ საარჩევნო გეგმები – კოალიცია თუ დამოუკიდებლად; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და სხვა პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე ირაკლი შიხიაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მისამართი; რეპორტიორის პრეს-კლუბი, იოსებიძის 57.

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქალთა პარტიის ლიდერი ხათუმა მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში უფლებადამცველი ზვიად ყურშიტაშვილი გავაკეთებს საგანგებო განცხადებას, თუ როგორ ემზადება ნაციონალური მოძრაობა წინა საარჩევნო პროცესების ჩასაშლელად და სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, თუ ვინ დგას ყოველივე ამის უკან და სად იგეგმება.

13:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ექსკლუზიურად, წინასწარ მიაწვდის მედიას ინფორმაციას ვენეციის კომისიის დასკვნის შედეგების შესახებ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

13:30 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობი ორგანიზაია გერთიანებული საზოგადოების ხელმძღვანელი ანი დარსალია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ცილიწამება თსუს თვითმართველობის მხრიდან და უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების განხილვა და პოზიცია.

17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე (ბანკი რესპუბლიკას მიმდებარე ტერიტორიაზე), აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წინ, გაიმართება მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია „ჰესებს შეწირული სიცოხლე“. აქციის ორგანიზატორები არიან მოძრაობა “მწვანე მუშტი” და “მწვანე ალტერნატივა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი