ახალი ამბები

GFF 14 მარტს ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს

13 მარტი, 2016 • 1315
GFF 14 მარტს ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს

14 მარტს, 13:00 სთ-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აღმასკომის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომისიამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძე იანვარში გაათავისუფლა.

ცხადაძის გათავისუფლებას წინ უძღოდა დაპირისპირება მასა და ლევან კობიაშვილს შორის. ყოფილ მწვრთნელთან ფედერაციამ შეთანხმება ვერც ჰონორარის საკითხზე შეძლო. კობიაშვილი განმარტავდა, რომ კახა ცხადაძეს სამჯერ შეხვდა და ახალი ხელშეკრულება შეთავაზა, რომლის მიხედვითაც ახალი სახელფასო სისტემა ამოქმედდებოდა, თუმცა ცხადაძე მის შეთავაზებას არ დაეთანხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი