ახალი ამბები

ფოთის პორტის დაბინძურების ბრალდებით გემის კაპიტანი დააჯარიმეს

11 მარტი, 2016 • 1519
ფოთის პორტის დაბინძურების ბრალდებით გემის კაპიტანი დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის სამმართველოს თანამშრომლებმა ფოთის ნავსადგურის დაბინძურების ბრალდებით გემის კაპიტანი დააჯარიმეს. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა შავ ზღვაში ფეკალური წყლები ჩაღვარა, რის გამოც გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ლიბერიის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი