ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქრთამის აღების ბრალდებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები, ხ. მ. და გ. ა. დააკავა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მათ დაქვემდებარებაში არსებული თბილისის ეროვნული პარკის ტყის ფონდის ტერიტორიაზე წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრისა და სამასალე მერქანის დამზადების სანაცვლოდ მოქალაქისაგან ქრთამის სახით მოითხოვეს 1 500 ლარი.
საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ რეინჯერები მოთხოვნილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ – ის 338 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.