ახალი ამბები

ანონსი – 11 მარტი

10 მარტი, 2016 • 1599
ანონსი – 11 მარტი

წარმოგიდგენთ 11 მარტს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

10:30 “პირველ პრესკლუბში” “განვითარების ფონდის” წევრი და პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: ვიზალიბერალიზაცია, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, შესაძლო ცვლილებები მთავრობაში, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორების მიერ დატოვებული პოსტები, მასწავლებელთა 83%-ის მიერ ვერ გადალახული ზღვარი გამოცდებზე და სხვა აქტუალური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი პრეზენტაცია. თემა: “ელექტრონული საჯარო მმართველობა და რეალურ კვლევებზე დაფუძნებული სასწავლო და კვლევითი პროცესების სინქრონიზაცია”. თბილისის, პარლამენტის შენობა, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.
 
11:00 საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი წარმოადგენს “საქართველოს მოქალაქეებისთვის უიმედო საბანკო ვალების ჩამოწერის პროექტის” პრეზენტაციას. თბილისი, პარლამენტის შენობა, ბიუროს ოთახი წინ (ფოიე)
11:00 “პირველ პრესკლუბში” საპარლამნეტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის სახლში ფოტოგამოფენას გახსნის. ღონისძიება სახელწოდებით – ძალადობა ქორწინების სახელით – არასრულწლოვანი გოგონების გათხოვების წინააღმდეგაა მიმართული. მისამართი: იუსტიციის სახლი,სანაპიროს # 2

11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „ეროვნული ფორუმის“ წევრო სოსო ვახტანგიშვილი პორტალ  „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა:  კოალიცია, „ეროვნული ფორუმის“ პოზიცია და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

11:30 თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი    პორტალ „კვირას“ პრესკლუბში  საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: კანცლერის ხმაურიანი არჩევნები და დაპირისპირება უნივერსიტეტში. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30 “პირველ პრესკლუბში” ა/ო “მარო მაყაშვილის საზოგადოების” წარმომადგენელი ლიკა გამრეკელი და “სახალხო სამართლის” წარმომადგენელი ლაშა შუკაკიძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: სოკარისა და მიხეილ სააკაშვილის დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი.
12:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა კომიტეტში არსებული “ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის საკითხებში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში” შემავალ სამუშაო ჯგუფთან და “მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება რეფორმატორებთან”. თბილისი, პარლამენტის შენობა, კომიტეტის სათათბირო ოთახი N637.
12:00 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გუგული მაღრაძის შეხვედრა ამერიკული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის “დალბერგის” წარმომადგენლებთან: ჯო დოგერთისთან, ვირჯინია ვულვორთისთან და იან უართინისთან, ფილანტროპიის და ქველმოქმედების კანონპროექტთან დაკავშირებით. თბილისი, პრლამენტის შენობა, ევროინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი.
 
12:00 “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“-ს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. თემა: “აფბა” პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებს აფასებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

13:00 “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები პაატა ჯიბლაძე და არჩილ ბენიძე მსხვილი ნავთობიმპორტიორების წინააღმდეგ კონკურენციის სააგენტოში საჩივრის წერილს შეიტანენ. მის.: თბილისი, დ. აღმაშენებლის  გამზ. 154 საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი მობ.: 598 700 642

13:00 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, პარლამენტის შენობა, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

13:00 აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

14:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439.

14:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N518

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი