ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები დაინიშნენ

10 მარტი, 2016 • 1731
მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები დაინიშნენ

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობას დაიკავებს გოჩა ზეიკიძე, ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორის დროებით მოვალეობას გიორგი ოქრომელიძე შეასრულებს, რომელიც მისი წინამორბედის მოადგილე იყო.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ამაშუკელმა განუცხადა.

გიორგი ამაშუკელის განცხადებით, ეს ორი თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც პირადი განცხადების საფუძველზე პოსტი დატოვეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა.

“მე მინდა ორივე მათგანს გადავუხადო დიდი მადლობა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში,”- განაცხადა გიორგი ამაშუკელმა.

ამაშუკელის განცხადებით, მისთვის არ არის ცნობილი, იგეგმება თუ არა სხვა გუბერნატორების ცვლილებაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი