09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
09:30 საათზე, სასტუმროში რედისონ ბლუ ივერიაში (დარბაზი #5) რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართება, რომლის მთავარი თემაა – საქართველოს რძის სექტორის სურსათის უვნებლობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება.
10:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00 საათზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ,საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ , თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის №8 ანგარიშის პრეზენტაციას გამართვას. მისამართი : წერეთლის გამზირი №118, პავილიონი №3.
12:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის საკრებულოსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის. მის: თავისუფლების 2.
13:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოეწყობა პრესკონფერენცია სტუდენტურ ბილეთებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას გამართავენ თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი.
18:00 საათზე მანანა კორძაიას წიგნის „ალექსი მაჭავარიანი: კომპოზიტორი და დრო“ გერმანული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16
