ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ბაქოს IV გლობალურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

9 მარტი, 2016 • 1578
გიორგი მარგველაშვილი  ბაქოს IV გლობალურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ბაქოს IV გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამისათვის პრეზიდენტი ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება.

ბაქოს IV გლობალურ ფორუმზე – „მრავალპოლარული მსოფლიოსაკენ“, რომელიც ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით იმართება, გიორგი მარგველაშვილი 70-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობებზე, რეგიონში მოქმედ პროექტებზე, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობაზე.

საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. ასევე დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი