ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ორმა პირმა 180 000-ის სანაცვლოდ ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია დაამზადა

9 მარტი, 2016 • 1111
საგამოძიებო სამსახური: ორმა პირმა 180 000-ის სანაცვლოდ ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია დაამზადა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი, ზვიად ლ. და რაფიელ ქ. დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყოველგვარი მომსახურების გაწევის გარეშე, სხვადასხვა საწარმოთა მონაცემების გამოყენებით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურები, საერთო ჯამში, 601 525 ლარის ღირებულების ფიქტიური მომსახურების გაწევაზე. რეალურად, მათ არანაირი მომსახურება არ გაუწევიათ და აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ დაკავებულებმა მოითხოვეს 180 000 ლარი, ხოლო წინასწარ აიღეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი- 30 000 ლარი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 – ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი