საზოგადოება

“ქართული პარტიის“ კავშირები “მაესტროსთან“

2 მაისი, 2011 • 1065
“ქართული პარტიის“ კავშირები “მაესტროსთან“

გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) ტელეკომპანია “მაესტროს” 50%–ანი წილი 400 ლარად იყიდა, აღნიშნული გარიგების გაფორმებიდან ერთი თვის შემდეგ კი, კუთვნილი 50%–დან 25%–ანი წილი მაკა ასათიანს მიყიდა. გარიგების საფასური 300 ათას ლარია, როცა “მაესტროს” საწესდებო კაპიტალი 2000 ლარს შეადგენს.

იმისთვის, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს 50%–ანი წილი მიეღო, ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებს ერთი თვის წინათ წილის დათმობა მოუხდათ:

მამუკა ღლონტმა კუთვნილი 38%–დან გაჩეჩილაძეს 23% მიყიდა. ტელეკომპანია „მაესტროს“ სხვა პარტნიორებმა და მფლობელებმაც დათმეს წილები: ლევან ჩიკვაიძემ 4% დათმო, გიორგი ებრალიძემ – 23%. წილი არ დაუთმია ეკატერინე აკობიას, რომელმაც კუთვნილი 5% შეინარჩუნა.

ამჟამად „მაესტროს“ პარტნიორების და მათი საპროცენტო შენატანების შესახებ მონაცემები ასე გამოიყურება: გიორგი გაჩეჩილაძე – 500 ლარი, რაც შეადგენს საწესდებო კაპიტალის 25%–ს, მაკა ასათიანი – 500 ლარი (საწესდებო კაპიტალის 25%), მამუკა ღლონტი – 300 ლარი (საწესდებო კაპიტალის 15%), ლევან ჩიკვაიძე – 300 ლარი (საწესდებო კაპიტალის 15%), გიორგი ებრალიძე – 300 ლარი (საწესდებო კაპიტალის 15%) და ეკატერინე აკობია – 100 ლარი (საწესდებო კაპიტალის 5%).

«უცნობის» მიერ წილის დათმობის შესახებ დოკუმენტაციას თან ახლავს «მაესტროს» მმართველი კომპანიის – «რუსთავის მედიის მართვის კომპანიის» დირექტორის – პაატა პაჭკორიას თანხმობის წერილი. «რუსთავის მედიის მართვის კომპანიის» 100%–ანი წილის მფლობელი «ქართული პარტიის» ერთ–ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილია.

«ქართული პარტიის» კიდევ ერთი ლიდერის – ლევან გაჩეჩილაძის ძმაა გიორგი გაჩეჩილაძე, რომელმაც ერთი თვის წინათ «მაესტროს» 50%–ანი წილი მიიღო, ხოლო ამჯერად კი 25%–ანი წილი «ქართული პარტიასთან» დაახლოებული ბიზნესმენის – კოტე გოგელიას მეუღლეს, მაკა ასათიანს დაუთმო.

 

ამავე თემაზე:

„მაესტროს“ 50% „უცნობმა“ 400 ლარად მიიღო

„მაესტროს“ „ჯენტლმენური“ გადანაწილება

,,მაესტროს’’ დირექტორი ბაჩო კიკაბიძე გახდა

„მაესტრომ“ მუშაობა დირექტორის გარეშე განაახლა

მაესტრო მაუწყებლობას ხვალიდან გააგრძელებს

„მაესტროს“ საგანგებო განცხადება

„მაესტროს“ ოპერატორი ვერსიას ცვლის

კახა ბექაური: მაესტროს თანამშრომლებზე სხვადასხვაგვარი ზეწოლა ხორციელდება

ნინო ჟიჟილაშვილმა ”მაესტრო” დატოვა

რა იციან ნოღაიდელმა და ”მაესტრომ” ჩხარტიშვილზე?

შეტევა პრესაზე 2009 წელს–საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი