ტყიბულში დილიდან მიმდინარეობს აქცია მაღაროელების მხადასაჭერად, რომლებიც უკვე მეათე დღეა გაფიცული არიან.
გაფიცულმა მაღაროელებმა მხარდამჭერებთან ერთად გამგეობის შენობასთან გადაინაცვლეს. ტყიბულში მაღაროელების მხარდასაჭერად ჩავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC -ის წევრები, სტუდენტები და ე.წ. თვითორგანიზებადი ქსელის წევრები.
ხელფასების გაზრდა 40%-მდე, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ზამთრისათვის თბილი უნიფორმა – ეს იმ მოთხოვნების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შეუსრულებლობის გამო უკვე მე-10 დღეა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროების მუშები გაფიცული არიან.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი 23 თებერვალს ტყიბულში „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ეკონომიკურ გუნდს ელოდა, თუმცა დღეს რობიზონ გვენეტაძე ამბობს, რომ თუკი აქამდე საქნახშირის ხელმძღვანელობას კომუნიკაცია ჰქონდა მუნიციპალიტეტთან, დღეს ასეთი კავშირიც აღარ არსებობს.
მაღაროელებს დღეს სოლიდარობა ტყიბულის სამკერვალო ქარხნის მუშებმაც გამოუცხადეს.

მაღაროელების მოთხოვნები. ტყიბულში მეშახტეები მე-10 დღეა გაფიცული არიან. 23 თებერვალი 2016, ტყბული, საქართველო, ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

მაღაროელების მოთხოვნები. ტყიბულში მეშახტეები მე-10 დღეა გაფიცული არიან. 23 თებერვალი 2016, ტყბული, საქართველო, ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი