საზოგადოება

ევროპაში ვირუსი ზიკა პირველ ორსულ ქალს დაუდგინდა

4 თებერვალი, 2016 • 2234
ევროპაში ვირუსი ზიკა პირველ ორსულ ქალს დაუდგინდა

BBC–ის ინფორმაციით,  ესპანეთში გამოავლინეს ვირუს ზიკას შემთხვევა, რომელიც ორსულ ქალს აღმოაჩნდა. ეს ევროპაში დაფიქსირებული პირველი შემთხვევაა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქალი ბოლო პერიოდში კოლუმბიაში იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, სწორედ იქ დაინფიცირდა.

ვირუსი ზიკა ამერიკის ქვეყნებში ვრცელდება. თუ ოესული ქალი ამ ვირუსით დაინფიცირდა, დიდი ალბათობაა გაუჩნდეს ჩვილი, რომელსაც განუვითარებელი ტვინი აქვს.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ორსულ ქალს ვირუსი ჩრდილო–აღმოსავლეთ კატალონიაში დაუდგინდა. მისივე განცხადებით, ეს არის  ვირუს ზიკას შვიდი დადასტურებული შემთხვევიდან ერთ–ერთი, რომელიც ესპანეთის ტერიტორიაზე გამოავლინეს.

მინისტრის განცხადებით, არ არსებობს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საშიშროება, ვინაიდან არც ერთ შემთხვევაში დაინფიცირება ესპანეთში არ მომხდარა.

რატომ არის ვირუსი ზიკა საშიში ორსული ქალებისთვის?

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ეძებენ პოტენციურ კავშირს ვირუსი ზიკათი დაავედებულ ორსულ ქალებსა და მოკროცეფალიით დაბადებულ ბავშვებს შორის.  სანამ ამის შესახებ უფრო მეტი გახდება ცნობილი, ქალებმა, რომლებიც არიან ორსულად, ან გეგმავენ, რომ დაორსულდნენ, უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან თავი კოღოს კბენისგან.

მოკროცეფალია არის იშვიათი მდგომარეობა, როდესაც ჩვილს არანორმალურად პატარა თავი აქვს. მიკროცეფალიას იწვევს ტვინის პათოლოგიური განვითარება მუცლად ყოფნის დროს ან ბავშვობის ეტაპზე. ჩვილებსა და ბავშვებს, რომლებსაც მიკროცეფალია ავთ, ხშირად აღენიშნებათ პრობლემები ტვინის განვითარებასთან დაკავშირებით.

მოკროცეფალია შესაძლოა გამოწვეული იყოს გარემო ფაქტორებით ან გენეტიკით, მაგალითად, დაუნის სინდრომით, მუცლადყოფნის დროს დედის მიერ ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და სხვა ტოქსინების მიღებით, ასევე, ორსულობის დროს წითურის ინფექციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი