საზოგადოება

დანგრეული ღობე და აყრილი საფარი – როგორ მოედანზე თამაშობენ ბავშვები გარდაბანში [ფოტო]

29 იანვარი, 2016 • 2565
დანგრეული ღობე და აყრილი საფარი –  როგორ მოედანზე თამაშობენ ბავშვები გარდაბანში [ფოტო]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცნობით, გარდაბნის რაიონულ ცენტრში ორი ახალი მინისტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. თუმცა არსებული მინისტადიონი დაზიანებულია და მისი რეაბილიტაცია არ დაწყებულა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ არსებული მინისტადიონების რეაბილიტაცია ხორციელდება.

“ოთხივე სტადიონზე ხელოვნური საფარი დაიგება და განათება დამონტაჟდება. სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების შესრულება ამ დროისთვის ოთხივე ობიექტზე 50%-ს შეადგენს. პროექტი რეგიონალური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ოთხივე მინისტადიონის კეთილმოწყობისთვის სულ 167 300 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია”ინტერპლუსი“ ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიამ დასრულებული ობიექტები გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას ექვს ოქტომბერს უნდა ჩააბაროს”, – წერია 9 სექტემბერს გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წარმოგიდგენთ გარდაბნის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მინისტადიონის ფოტოებს, რომლებიც 2016 წლის 28 იანვარს არის გადაღებული.

საფეხბურთო სტადიონი გარდაბანში; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი