საზოგადოება

ზიკა ვირუსი შესაძლოა ამერიკის ქვეყნებში გავრცელდეს

25 იანვარი, 2016 • 2475
ზიკა ვირუსი შესაძლოა ამერიკის ქვეყნებში გავრცელდეს

BBC–ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ზიკა ვირუსი შესაძლოა ამერიკის ქვეყვენში გავრცელდეს. ვირუსი უკვე აღმოაჩინეს კარიბის კუნძულებზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – სულ 21 ქვეყანაში.

BBC წერს, რომ ზიკა ვირუსის შედეგად ათასობით ჩვილი შეიძლება განუვითარებელი ტვინით დაიბადოს. ამ საშიშროების გამო ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს ურჩევენ, რომ არ დაორსულდნენ. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

ვირუსი აფრიკული წარმოშობისაა და პირველად ამერიკის ქვეყნებსა და ბრაზილიაში 2015 წლის მაისში გამოჩნდა.

BBC–ის ინფორმაციით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნატურალური იმუნიტეტის ნაკლებობა ამერიკელებში ხელს შეუწყობს ინფექციის ფართოდ გავრცელებას.

ადამაინებს ზიკა ვირუსი Aedes–ის გვარის ინფიცირებული კოღოების კბენის შედეგად გადაეცემათ. ამ ტიპის კოღოები ასევე ავრცელებენ სხვადასხვა ვირუსს, მათ შორის, ყვითელ ცხელებას.

ზიკა ვირუსი კოღოს გადააქვს. ფოტო გადაღებულია მექსიკაში 21.01.2015 © EPA

ზიკა ვირუსი კოღოს გადააქვს. ფოტო გადაღებულია მექსიკაში 21.01.2015 © EPA

რა სიმპტომები ახასიათებს ზიკა ვირუსს?
ზიკა ვირუსი ძირითადად იწვევს მსუბუქ ავადმყოფობას, სიმპტომები კი ინფიცირებული კოღოს კბენიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვლინდება. ადამიანების უმეტესობას, როემლთაც ზიკა ვირუსი აქვთ, აქვს მსუბუქი ცხელება და გამონაყარი. ასევე შეიძლება განვითარდეს კონიუქტივიტი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი და დაღლილობა. როგორც წესი, ეს სიმპტომები 2–7 დღეში სრულდება.

რატომ არის ზიკა ვირუსი საშიში ორსული ქალებისთვის?

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ეძებენ პოტენციურ კავშირს ზიკა ვირუსით დაავედებულ ორსულ ქალებსა და მოკროცეფალიით დაბადებულ ბავშვებს შორის.  სანამ ამის შესახებ უფრო მეტი გახდება ცნობილი, ქალებმა, რომლებიც არიან ორსულად, ან გეგმავენ, რომ დაორსულდნენ, უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან თავი კოღოს კბენისგან.

მოკროცეფალია არის იშვიათი მდგომარეობა, როდესაც ჩვილს არანორმალურად პატარა თავი აქვს. მიკროცეფალიას იწვევს ტვინის პათოლოგიური განვითარება მუცლად ყოფნის დროს ან ბავშვობის ეტაპზე. ჩვილებსა და ბავშვებს, რომლებსაც მიკროცეფალია აქვთ, ხშირად აქვთ პრობლემები ტვინის გავითარებასთან დაკავშირებით.

მოკროცეფალია შესაძლოა გამოწვეული იყოს გარემო ფაქტორებით ან გენეტიკით, მაგალითად, დაუნის სინდრომით, მუცლადყოფნის დროს დედის მიერ ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და სხვა ტოქსინების მიღებით, ასევე, ორსულობის დროს წითურას ინფექციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი