საზოგადოება

კუბა და კობა!

2 თებერვალი, 2011 • 1409
კუბა და კობა!

,,საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას.”

  სიტყვა სოციალურის მნიშვნელობა, არაჯეროვნად არის აპრობირებული აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. ლტოლვილთა განსახლების მინისტრის, ბატონ კობა სუბელიანის განცხადებით, ყველაფერი იდეალურადაა და დევნილებს არანაირი პრობლემა არ ააქვთ შექმნილი. უბრალოდ, მათ არ უნდათ რეგიონში გადასვლა.

რამდენიმე  საკითხი უნდა განიმარტოს:

  • ·         ყველაფერი სრულიად არაა იდეალურად და დევნილებს უამრავი პრობლემა აქვთ;

 

  • ·         რეგიონსა და ტყეს შორის არის განსხვავება, თანაც დიდი;

სამინისტროს ცინიკურმა დამოკიდებულებამ ისლანდიური დრამები გამახსენა, სადაც ტყეში ცხოვრება მხოლოდ მდიდრებს შეუძლიათ. ხოლო ღარიბი მოსახლეობა მეფის კარზეა. მაგრამ კობა ხო არაა აალესუნდ ნოდიესკლანდი? იქნებ არის? შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პროგრამა ,,საქართველო სიღარიბის გარეშე” ამუშავდა? რა კარგია, ჭყონიას, გურგენიძეს, ბენდუქიძეს და აშ. მოვხვევდით ხელს და სადღაც მაღალმთიან აჭარაში გადავასახლებდით.  შემდეგ პრეზიდენტი ტელევიზორში ამგვარ რამეს გვეტყოდა: ,,მდიდარი მე ვიცი ტყეში!”- როგორია?

როგორია და ყლეობაა, ძალიან სწრაფად ვწერ, ხოლო პრანჭვის და გრეხიაობის, და გულისრევის, და კრძალვის, და ცახცახის, და არგენტინული ტანგოს თავი არ მაქვს:)

მოკლედ, დევნილებს ესაჭიროებათ თანადგომა, ისე როგორც არასდროს. სამოქალაქო საზოგადოება სწორედ ეს არის, სოლიდარული და არა ერეგირებული. ჩვენი ლეგიტიმაცია მათ ლეგიტიმაციაზეა დამოკიდებილი, ხოლო მათი კოლაფსი ჩვენსაზე აქცესორულად გადმოვა, ისე როგორც თიკოს მიერ აღნიშნული მარტინ ნიომიოლერის სიტყვები.

 როდესაც პრეზიდენტი კენედი წარმატებით გაუძღვა კუბის წინააღმდეგ პროპაგანდას და თხოვა მექსიკის ელჩს, იგივე მათაც განეხორციელებინათ, ელჩმა ასეთი რამ განუცხადა: ,,თუ ჩვენ ვცდით მექსიკელების დარწმუნებას, რომ კუბა ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს, 40 მილიონი ადამიანი სიცილით მოკვდება, ხოლო სიცოცხლე ჩვენთვის ძვირფასი რამაა”.

 ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც, რომელიც იდიოტი არ არის. მარტინ პაჟის სიტყვებით, იდიოტი არის ის, ვინც პრეზიდენტ კენედის სიტყვებს იჯერებს, რომ კუბა ამერიკისთვის საფრთხეა!!!!!!!!!

 

http://ddisrael.blogspot.com/2011/01/blog-post.html

მასალების გადაბეჭდვის წესი