საზოგადოება

სათხილამურო სეზონი თებერვლამდე გადაიწევს

20 იანვარი, 2011 • • 1298
სათხილამურო სეზონი თებერვლამდე გადაიწევს
ბაკურიანში 17 სანტიმენტი თოვლია, სვანეთში 20, გუდაურში კი მხოლოდ 5,–ამბობს ამინდის პროგნოზის ბიუროს უფროსი,სვეტა ნიორაძე. სათხილამურო სეზონისთვის საკმარისი თოვლის რაოდენობა 50 სმ. ნიორაძე ამბობს,რომ თვის ბოლომდე თხილამურებით სრიალისთვის საკმარისი თოვლი საქართველოს ზამთრის კურორტებზე არ მოვა.

დღეს, ღამით თოვდა ბაკურიანსა და სვანეთში, გუდაურში არ უთოვია. მაგრამ თოვის მიუხედავად, თოვლის საფარი მაქსიმუმ 20 სმ–ს აღწევდეს.

თხილამურებით სრიალის მოყვარული საქართველოს მოქალაქეები ყოველდღე ელოდებიან თოვლის მოსვლას. თუმცა სეზონის თვეზე მეტი, თოვლის გარეშე გავიდა.

საოჯახო თუ ტრადიციული სასტუმროები, ბაკურინსა და გუდაურში, დამსვენებელთა ნაკლებობაზე საუბრობენ.

სასტუმრო გუდაურის მიმღებთან საუბრისას, ნეტგაზეთმა გაარკვია,რომ სასტუმროს მხოლოდ ათი სტუმარი ყავს, მაშინ როცა, გასული წლის ამ დროს, სასტუმრო ვიზიტორებით სავსე იყო.

სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ,რომ ჩამოსვლის მსურველი ბევრი იყო, ნორმებიც დაჯავშნული ჰქონდათ, თუმცა ჯავშნების უდიდესი ნაწილი, ვიზიტორებმა, უთოვლობის გამო, მოხსნეს.

ტუროპერატორების ნაწილმა, გამოსავალი სხვადასხვა სახის ტურების დაგეგმვით მონახა.

“მაგალითად წელს ჩვენი სტუმრები ჩავიდნენ გუდაურში, როცა ნახეს,რომ ტრასები არ არის და ვერ ისრიალებენ, ჩვენ შევთავაზეთ ტური, კახეთი, სიღნაღი, თელავი. გუდაურიდან წამოვიდნენ”,–ამბობს ნელი მერზიაკოვა, ერთ–ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი.

ტურისტული კომპანიები,ისევე როგორც ზამთრის კურორტებზე ჩასვლის მსურველები, ყოველდღიურად ამოწმებენ ამინდის პროგნოზს.

გარდა ამინდის ბიუროს ოფიციალური ინფორმაციის, არსებობს ლაივ კამერები, სადაც შესაძლებელია თოვლის საფარის რაოდენობა, ვიდეოკამერის დახმარებით ნახოს მსურველმა.

თბილისში, დღეს თოვდა.ამინდის პროგნოზის ბიუორს ინფორმაციით, თოვა ხვალ, ღამითაც გაგრძელდება. თუმცა დღისით ამინდი უნალექო იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი უახლოეს დღეებში 7-8 გრადუსი სითბო იქნება.

სოსო კაციტაძის ფოტო
სოსო კაციტაძის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი