ნეტგაზეთი | როგორ გავემგზავროთ მესტიაში როგორ გავემგზავროთ მესტიაში – Netgazeti
RU | GE  

როგორ გავემგზავროთ მესტიაში

მესტიის მიმართულებით ავიარეისებს კომპანია პეგასუსი კვირაში ექვსჯერ ახორციელებს. ფრენის ხანგრძლივობა ერთი საათია, მგზავრები კი მცირე ზომის, 13–ადგილიან თვითმფრინავს გადაჰყავს. როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს, რეგულარული ფრენები გაზაფხულამდე შესრულდება.

პეგასუსში ჯერ არ იციან, ავიარეისები მესტიის მიმართულებით სეზონის დასრულების შემდეგაც თუ გაგრძელდება. თბილისიდან მესტიამდე თვითმფრინავით გამგზავრება და უკან დაბრუნება ჯამში 150 ლარი ღირს, ერთი გზის ფასი კი 75 ლარია.  

მესტიაში რეგულარული ავიარეისების შესრულება მესტიის აეროპორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2010 წლის დეკემბერში, დაიწყო. თბილისიდან მესტიამდე მიკროავტობუსით მგზავრობა, ერთი გზა 30 ლარი ღირს. მგზავრობას კი შესაძლოა  10-15 საათი მაინც მოანდომოთ. ეს დრო დამოკიდებულია მიკროავტობუსის ტექნიკურ გამართულობასა და ამინდზე. თოვლსა და წვიმაში სვანეთის გზებზე ავტომობილით მოძრაობა რთულდება.

მესტიაში მიკროავტობუსით გამგზავრების მსურველს, უმეტეს შემთხვევაში, ჯერ ზუგდიდში უწევს ჩასვლა, შემდეგ კი მესტიის მიკროავტობუსში გადაჯდომა, ან ტაქსის დაქირავება.

ავიარეისების განრიგი თბილისიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით
ავიარეისების განრიგი თბილისიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი