საზოგადოება

საგანგაშო მდგომარეობა ევროპის კლინიკებში

11 იანვარი, 2011 • • 1195
საგანგაშო მდგომარეობა ევროპის კლინიკებში

სამედიცინო მომსახურება და ჰიგიენის ნორმები ევროკავშირის საავადმყოფოებში უკეთესის არსებობის სურვილს ტოვებს. ყოველი მეათე ევროპელი პაციენტი ექიმის შეცდომის მსხვერპლი ხდება, ხშირად კი საავადმყოფოში შეძენილი ინფექცია პაციენტის სიკვდილის მიზეზი ხდება. ამის შესახებ Deutsche Welle-ს რუსულენოვანი რედაქცია იუწყება.

სამედიცინო მომსახურების დონე ევროკავშირის ქვეყნებში ევროკომისიის შეშფოთებას იწვევს, წერს „დოიჩე ველე“. „ყოველ მეათე შემთხვევაში პაციენტს ექიმის გამო ადგება ზიანი, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლენოდა,“-განუცხადა   გერმანულ გამოცემა Die Welt-ს ევროკომისარის წარმომადგენელმა ჯანდაცვის საკითხებში ჯონ დალმა.  ჩინოვნიკის აზრით, პრობლემის მოგვარება საავადმყოფოებში მეენჯმენტის გაუმჯობესებითა და ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებით არის შესაძლებელი.

ევროკომისიის განგაშის მიზეზი  საავადმყოფოებში არსებული ჰიგიენური მდგომარეობაც გახდა. „სტაციონარში მკურნალობისას შეძენილი ვირუსებისა და ინფექციების გამო ევროკავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად 37 ათასი ადამიანი იღუპება. ხოლო დაზარალებული პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტია“-ამბობს ჯონ დალი. ევროკომისარის განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებებმა საკუთარი პაციენტებისთვის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა და ხარისხიანი მკურნალობა უნდა უზრუნველყონ. მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ხარჯების შემცირება ჰიგიენური საშუალებების ხარჯზე დაუშვებელია.

Deutsche Welle-ს ცნობით, იდეალური მდგომარეობა არც გერმანიის სავადმყოფოებშია. ჰიგიენის ინსტიტუტის წარმომადგენლის კლაუს დიტერ ცატროვის(Klaus-Dieter Zastrow) თქმით, გერმანულ სამკურნალო დაწესებულებებში ჰიგიენის დონე მინიმალურ სტანდარტებსაც კი არ აკმაყოფილებს და „კვდებიან პაციენტები, რომლებიც არ უნდა მომკვდარიყვნენ.“

მასალების გადაბეჭდვის წესი