ნეტგაზეთი | მილიარდი და ვებერთელა – ადამიანის ყველაზე იშვიათი სახელებია საქართველოში მილიარდი და ვებერთელა – ადამიანის ყველაზე იშვიათი სახელებია საქართველოში – Netgazeti
RU | GE  

მილიარდი და ვებერთელა – ადამიანის ყველაზე იშვიათი სახელებია საქართველოში

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ,,საინტერესო სტატისტიკის’’ განყოფილებაში იმ სახელების პოვნა შეგიძლიათ, რომელთაც საქართველოში ყველაზე იშვიათად არქმევენ ბავშვებს.

ამ სიაში პირველი 5 ლიდერი სახელია: მილიარდი, ვებერთელა, მხედარი, ვინარი და კუკუშა.

მას მოსდევენ: ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე.

,,საინტერესო სტატისტიკაშია’’ მოცემული იშვიათი გვარების ჩამონათვალიც. იშვიათ გვარებს შორის არიან: ავგაროზაშვილი, კბილიანაშვილი, სურვილაძე, ნამზითიშვილი, კვიტინი, ღვლიღვაშვილი და ა.შ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი