საზოგადოება

საბჭოთა თემატიკის ფოტოების გამოფენა ფრონტლაინში

20 დეკემბერი, 2010 • • 1091
საბჭოთა თემატიკის ფოტოების გამოფენა ფრონტლაინში

გუშინ თბილისში, ფრონტლაინ ჯორჯიაში, საბჭოთა თემატიკის ფოტოების გამოფენა გაიმართა. ათზე მეტმა ფოტოგრაფმა ფოტოზე აღბეჭდა– საბჭოთა სიმბოლოები, ნივთები, შენობების ფასადები, ავტომობილები და სხვადასხვა აქსესუარები. თავად ფოტოგრაფები იმპროვიზებულ გამოფენაზე საბჭოთა ტანსაცმელში გამოწყობილნი მოვიდნენ. ფოტოგამოფენა წარმოადგენდა სასწავლო კურსის დასკვნით, სასერტიფიკატო ნამუშევარს. კურსის ხელმძღვანელია ფოტოგრაფი ლელი ბლაგონრავოვა.

შენიშვნა: სლაიდშოუში გამოყენებული ფოტოების ნაწილი ეკუთვნის ანი ტოკლიკიშვილის, ლალი ლაფაჩს, ლანა გოგილაშვილს, ნინო კეკენაძეს, ანუკა მუმლაძეს, თაკო რეხვიაშვილის და თინა თუთისანს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი