უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გამორჩეულად მაღალი აქტივობით მიმდინარეობს. არჩევნები, რომელიც დღეს, 12 აპრილს იმართება, საერთაშორისო ყურადრების ცენტრშია, რადგან მისმა შედეგებმა შესაძლოა დაასრულოს პუტინის და ტრამპის მოკავშირე ვიქტორ ორბანის 16 წლიანი მმართველობა.
ვიქტორ ორბანის და მისი პარტიის კონკურენტი ამ არჩევნებში პეტერ მადიარია თავისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ტისათი“ (Tisza). გამოკითხვების თანახმად მაგიარი მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობს.
ორბანმა და მადიარიმ არჩევნებში ხმა უკვე მისცეს.


13.00 საათისთვის ამომრჩეველთა 54.1 % მისცა ხმა. საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგებია:

როგორც ოპოზიციის ლიდერმა მადიარიმ, ისე მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა არჩევნებში მაღალი აქტივობა უბნებზე თავიანთ მხარდაჭერების სიმრავლით ახსნეს.
“უნგრელები დაწერენ ისტორიას თავისი არჩევანით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, – განაცხადა მაგიარიმ ხმის მიცემის შემდეგ და ამომრჩევლებს მოუწოდა დარღვევის დაფისქირების შემთხვევაში ინფორმაცია გაასაჯოროონ.
„საარჩევნო თაღლითობა ძალიან სერიოზული დანაშაულია,“ — დაამატა მან.
ორბანმა, რომელმაც ხმა ასევე მისცა არჩევნებში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ “მოსაგებად მივიდა”.
„უნგრეთში არსებობს კონსტიტუცია და მას უნდა დავემორჩილოთ. ხალხის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ”.
- უნგრეთში საარჩევნო უბნები საღამოს 7 საათზე, თბილისის დროით საღამოს 9 საათზე დაიხურება. ამომრჩევლები, რომლებიც უბნების დახურვის დროისთვის რიგში იდგებიან, ხმის მიცემას მაინც შეძლებენ.
- ამომრჩეველთა უმეტესობა ორ ბიულეტენს ხაზავს – ერთით ირჩევს საკუტარი ოლქის მაჟორიტარს, მეორეთი კი პარტიულ სიას. ამომრჩევლებს, რომლებიც რეგისტრირებულ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, შეუძლიათ ხმა მისცენ ეროვნულ უმცირესობათა სიასაც — თუმცა, იმ რაოდენობის ხმები, რომ საკუთარი წარმომადგენელი აირჩიონ, მხოლოდ გერმანულ და ბოშურ უმცირესობებს აქვთ.
- რას ამბობენ გამოკითხვები
გამოკითხვის შედეგები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანიზაციები ატარებენ ან უკვეთავენ მათ.
POLITICO-ს Poll of Polls აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზაციის მონაცემებს. მისი პროგნოზებით სიტუაცია ასეთია:
- Tisza (მადიარი): 49%
- Fidesz (ორბანი): 39%
- MH: 5%
- MKKP: 4%
- DK: 3%
POLITICO-მ გამორიცხა ზოგიერთი გამოკითხვა, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ შერჩევის ზომის, მეთოდოლოგიის ან დაფინანსებისა და დაკვეთების გამჭვირვალობის კრიტერიუმებს. ეს მონაცემებიც რომ გაეთვალისწინებინათ, ორ პარტიას შორის სხვაობა შემცირდებოდა, მაგრამ სიტუაცია ორბანის სასარგებლოდ მაინც არ შეიცვლებოდა.
მანდატების დათვლის წესი
უნგრეთის პარლამენტში 199 ადგილია, საიდანაც 106 მაჟორიტარული ოლქებიდან ივსება. დარჩენილი 93 ადგილი ქვეყნის მასშტაბით პარტიული სიებით, თუმცა საკმაოდ რთული ფორმულით. დეტალები ნახეთ აქ.
