დღეს, 4 აპრილს თბილისსა და ბათუმში მოქალაქეები შეიკრიბნენ მიუსაფარი ცხოველების უფლებების დასაცავად. 

მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები ბოლო კვირაში მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებული ცნობების შემდეგ დაგეგმეს. 

თბილისში აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ. მათი ნაწილი იქ თავიანთ ძაღლებთან ერთად მივიდა.

მიუსაფარი ძაღლების უფლებების დასაცავად აქცია გაიმართა. ფოტო: მარიამ ძიძარია/ნეტგაზეთი


ბათუმში აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.

რა ხდება? 

მიუსაფარი ცხოველების თემა  რამდენიმე დღეა უფლებადამცველების და მოქალაქეების ყურადღების ცენტრშია. 

დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 მარტს სამოქალაქო აქტივისტებმა გაავრცელეს ცნობა და ვიდეო მასალა იმის შესახებ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები მიჰყვათ, სტერილიზაციის შემდეგ კი არა იგივე, არამედ უკაცრიელ ადგილას აბრუნებს. ეს,  ცხოველთა უფლებადამცველების თქმით,  მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რისკს უქმნის.

ამას გარდა გავრცელდა ცნობები მიუსაფარი ძაღლების სავარაუდო ევთანაზიის და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ. 

რას ითხოვენ ცხოველთა დამცველები მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით?