საზოგადოება

აიათოლა ალი ხამენეი მკვდარია – ირანის სახელმწიფო მედია 

1 მარტი, 2026 •
აიათოლა ალი ხამენეი მკვდარია – ირანის სახელმწიფო მედია 

ირანმა აღიარა, რომ მისი ლიდერი მოკლულია აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად, რასაც თავდაპირველად უარყოფდა. 

1 მარტს, გამთენიისას,  ირანის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ ხამენეი ოფისში მოკლეს “პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს”.  ამ ინფორმაციის გადაცემისას ირანის სახელმწიფო მედიის წამყვანები ტირიან: 

 

მანამდე ხამენეის მოკვლის შესახებ განაცხადეს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა, თუმცა ირანი თავდასხმისთანავე აცხადებდა, რომ ხამენეის ევაკუაცია მოხდა, რაც გამიზნულად გავრცელებული ტყუილი აღმოჩნდა.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის გარდა მოკლულია ასევე ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსიც.  ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. საერთაშორისო მედიის ცნობით, მოკლულია ირანის 40-მდე ოფიციალური პირი, თუმცა ჯერჯერობით ყველა დადასტურებული არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი