ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეთანხმდა, რომ თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება.
თუმცა, მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად გარდაიქმნება და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე სტუდენტებს აღარ მიიღებს.
“ტექნიკურ უნივერსიტეტში [ამიერიდან] ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა მის სასწავლო პროგრამებში. ტექნიკური პროფილის არმქონე პროგრამები მომდევნო 2 წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ს ხელმძღვანელობასა და აკადემიურ პერსონალს, რომლებიც დღეს მასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. კობახიძის თქმით, მათ დაადასტურეს მხარდაჭერა განათლების რეფორმის იმ სამთავრობო კონცეფციისადმი, რომელსაც “ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი” ჰქვია.
სტატია განახლდება








