საზოგადოება

2025 ფოტოებში | პოლიტპატიმრების ოჯახების ბრძოლა

30 დეკემბერი, 2025 •
2025 ფოტოებში | პოლიტპატიმრების ოჯახების ბრძოლა

  2025 წელი პოლიტპატიმრების მშობლებმა და ოჯახის სხვა წევრებმა ბრძოლაში გაატარეს – თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ისინი მთელი წლის მანძილზე არიგებდნენ სინდისის პატიმრების წერილებისგან შემდგარ გაზეთებს და ამ გზით ებრძოდნენ სამთავრობო პროპაგანდას პროევროპულ დემონსტრაციებზე დაკავებული ახალგაზრდების წინააღმდეგ, მონაწილებდნენ დემონსტრაციებში და ითხოვდნენ პატიმრების გათავისუფლებას, ამ ბრძოლაში ზოგიერთი მათგანი თავადაც აღმოჩნდა ციხეში.

 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს საქართველოს 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ. ამ დღეს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებენ ევროინტეგრაციის პროცესს, რასაც მასობრივი პროევროპული დემონსტრაციები მოჰყვა.

თვალი გადავავლეთ პოლიტპატიმრების ოჯახების ბრძოლას “ნეტგაზეთის” ფოტოებში:

ფოტო: ნეტგაზეთი | 30.05.2025 სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მშობლები პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე.

ფოტო: ნეტგაზეთი | სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის, დედა, ნანი წულაია, შვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილს კითხულობს.

 

 

ფოტო: ნეტგაზეთი 02.05.2025 | სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან აქციას მართავენ.

 

ფოტო:ნეტგაზეთი | მეტრო “სადგურის მოედნის” შემდეგ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები რუსთაველის გამზირზე აგრძელებენ გაზეთის, “თავისუფლების ხმა ციხიდან”, დარიგებას.

 

ფოტო: ნეტგაზეთი | მარინა ტერიშვილი მიუძღვება სხვა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს თავისი მოკლული შვილის საფლავისკენ. მარინა ტერიშვილის შვილი მხედრიონელებმა 1992 წლის 2 თებერვალს დემონსტრაციაზე მოკლეს.

 

ფოტო: ნეტგაზეთი 09.09.2025 | კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან 8 სექტემბერს მომიტინგეებს თავს დაესხნენ შტაბიდან გამოსული პირები. მეორე დღეს პატიმრების ოჯახის წევრები საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროტესტს დაზარალებულთა მხარდასაჭერად შეუერთდნენ.

 

ფოტო: ნეტგაზეთი | სინდისის პატიმრების მშობლები, ნანი წულაია და მარიზი კობახიძე, გაზეთის “თავისუფლების ხმა ციხიდან” გასავრცელებლად სამეგრელოში ჩავიდნენ. თავიანთი შვილების ხმა რუხში, გამყოფ ხაზთანაც, მიიტანეს.

 

ფოტო: ნეტგაზეთი | მზია ამაღლობელის ძმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

 

ფოტო: ნეტგაზეთი | სანდრო მირცხულავა თბილისის პროკურატურასთან გამართულ აქციაზე სინდისის პატიმრის, გური მირცხულავას, ბანერით.

 

ფოტო: ნეტგაზეთი | პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე.

 

 

ფოტო:ნეტგაზეთი| სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა 2025 წელს ჯამში გაზეთის, “თავისუფლების ხმა ციხიდან”, 52 000 ერთეული დაარიგეს ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტ ქალაქში. ამას გარდა, ისინი ავრცელებდნენ გაზეთებს: “საკანი 101” და “ბათუმლების სპეციალური გამოშვება: სინდისის პატიმრები”

მასალების გადაბეჭდვის წესი