საზოგადოება

ხელისუფლებამ მზია ამაღლობელზე სტრასბურგის სასამართლოს დამატებითი ვადა სთხოვა პასუხისთვის 

17 ოქტომბერი, 2025 •
ხელისუფლებამ მზია ამაღლობელზე სტრასბურგის სასამართლოს დამატებითი ვადა სთხოვა პასუხისთვის 

საქართველოს ხელისუფლებას 17 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა, ეპასუხა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მზია ამაღლობელის საქმეზე, თუმცა ევროსასამართლოს მიმართა ვადის გაგრძელების თხოვნით.

სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა თხოვნა და პასუხისთვის ახალ ვადად 30 ოქტომბერი განისაზღვრა. 

ამავე დროს 28 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყება მზია ამაღლობელის სააპელაციო სარჩელის განხილვა მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. 

რა კითხვები აქვს სტრასბურგის სასამართლოს “ოცნებასთან” მზია ამაღლობელის საქმეზე

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია უკანონო პატიმრობაშია 2025 წლის 12 იანვრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი