აშშ-ის პრეზიდენტო დონალს ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 15 აგვისტოს, ალასკაში შეხვდება. 

ამის შესახებ 9 აგვისტოს თავად ტრამპმა გამოაქვეყნა ცნობა სოციალურ ქსელზე. მან  შეხვედრის ადგილად ალასკის შტატი დაასახელა. 

შეხვედრის მიზანი შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება და უკრაინაში ომის დასრულებაა. 

ამ ცნობის გავრცელებიდან მალევე Wall Street Journal  ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ  ვლადიმირ პუტინმა ტრამპის  სპეციალურ წარმომადგენელ, სტივ უიტკოფთან შეხვედრისას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარადგინა, რომელიც საომარი მოქმედებების შეჩერებას ითვალისწინებს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიის სანაცვლოდ.

WSJ-ს ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია მათ  თავად უიტკოფისგან მიიღეს სატელეფონო საუბრისას.  ამ ინფორმაციის თანახმად, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას იმ შეხთევაში დათანხმდება, თუ უკრაინა მოსკოვს დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის ოლქებზე სრულ კონტროლს მისცემს. 

ზელენსკის რეაქცია

„უკრაინელები არ დაუთმობენ თავიანთ მიწას ოკუპანტს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ 9 აგვისტოს, მას შემდეგ რაც ტრამპი-პუტინის შეხვედრა დაანონსდა. 

“უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც კონსტიტუციით არის განმტკიცებული, არ უნდა იყოს მოლაპარაკების საგანი”, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით,  “ომი ვერ დასრულდება მოლაპარაკებებში უკრაინის მონაწილეობის გარეშე”.