დღეიდან დაბურული მინების ავტომფლობელებს დააჯარიმებენ. 50- ლარიანი ჯარიმა დაეკისრება მას, ვისი ავტომობილის მინები არ დააკმაყოფილებს შსს–ს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
სტანდარტები კი ასეთია:
ავტომანქანის წინა საქარე მინის დამუქება დაუშვებელია
წინა გვერდითი მინების დაბურვა დასაშვებია 40%–ით
უკანა გვერდითი მინების დაბურვა დასაშვებია 75%–ით
უკანა საქარე მინის დამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის