საზოგადოება

ჯაფარიძის საქმეზე მოსამართლემ დღეს განაჩენი არ გამოაცხადა

17 ივნისი, 2025 •
ჯაფარიძის საქმეზე მოსამართლემ დღეს განაჩენი არ გამოაცხადა

დღეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესზე მოლოდინის მიუხედავად განაჩენი არ გამოცხადდა.

ზურა ჯაფარიძეს ასამართლებენ თეა წულუკიანის კომისიის სხდომაში არმონაწილეობისთვის და მას პოტენციური 1-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ზურა ჯაფარიძეს პროკურატურის მტკიცებულებებს უდავოდ იცნობს, ასევე არ აპირებს სიტყვით სარგებლობას და მისი პოზიციაა, რომ არც სასამართლოს ენდობა და არც კონკრეტულად მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას. შესაბამისად, სურს, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადდეს. ის ამ მიზნით დღეს საკუთარ სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე იყო მოლოდინი, რომ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენს დღესვე წაიკითხავდა, თუმცა ამაზე უარი თქვა და პროცესი 23 ივნისისთვის გადადო. მოსამართლის თქმით, შანსს აძლევს ჯაფარიძეს, მივიდეს პროცესზე და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

ზურაბ ჯაფარიძის გარდა ამ მუხლით არაერთ სხვა სხვა პოლიტიკოსს თუ აქტიურ ადამიანს ასამართლებენ, მათ შორის- ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი