რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა გამოაქვეყნა იმ პირთა სია, რომლებიც, მისი აზრით, დასანქცირდებიან ე.წ. მეგობარი აქტის ძალაში შესვლის შემდეგ. სიაში არიან “ქართული ოცნების” ლიდერები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირები. ასევე, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები და პროსახელისუფლებო და პროპაგანდისტული მედიების წარმომადგენლები.
მართალია, ეს არ არის საბოლოო და დაზუსტებული სია, მაგრამ უილსონი, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორია, ჩამოთვლილ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის საყრდენებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი უნდა გაფრთხილდნენ.
დოკუმენტის მიხევდით, ჩამოთვლილი პირები ეხმარებიან ბიძინა ივანიშვილს – ის ოლიგარქად და საქართველოს ჩრდილოვან მმართველად არის მოხსენიებული – ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სამსახურში ჩაყენებაში.
- ირაკლი კობახიძე;
- კახა კალაძე;
- ირაკლი ღარიბაშვილი;
- ვახტანგ გომელაური;
- ანრი ოხანაშვილი;
- პაატა სალია;
- მაკა ბოჭორიშვილი;
- სულხან თამაზაშვილი
- შალვა პაპუაშვილი;
- ნინო წილოსანი;
- მამუკა მდინარაძე;
- ვიქტორ ჯაფარიძე;
- დიმიტრი სამხარაძე;
- თეა წულუკიანი
- მიხეილ ჩინჩალაძე;
- ლევან მურუსიძე;
- დიმიტრი გვრიტიშვილი;
- გიორგი მიქაუტაძე;
- ლევან თევზაძე;
- ირაკლი შენგელია;
- რევაზ ნადარაია
- გიორგი გაბიტაშვილი – გენერალური პროკურორი;
- კარლო კაციტაძე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი;
- გიორგი კალანდარიშვილი – ცესკოს თავმჯდომარე;
- გიორგი ჯავახიშვილი – ცესკოს მდივანი;
- რაჟდენ კუპრაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი;
- ნათია თურნავა – სებ-ის პრეზიდენტი
- უჩა მამაცაშვილი;
- ივანე ჩხარტიშვილი;
- ალექსანდრე ივანიშვილი;
- ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე;
- ნოშრევან ნამორაძე
- ირაკლი რუხაძე – მთავარი პროპაგანდისტული არხის, იმედის მფლობელი;
- ლაშა ნაცვლიშვილი – პროპაგანდისტული POS TV-ის დამფუძნებელი;
- ვასილ მაღლაფერიძე – საზმაუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
- თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი;
- კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე”
The MEGOBARI Act has passed the House and all enablers of the America-hating Ivanishvili mafia cabal should be put on notice! Support free and fair elections or face the consequences pic.twitter.com/am795ChdJh
— Joe Wilson (@RepJoeWilson) May 6, 2025
“მეგობარ აქტი” მიიღო წარმომადგენელთა პალატამ და ეს შეტყობინებად უნდა მიიღოს აშშ-ის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური კაბალის ყველა ხელშემწყობმა. მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ან მიიღებთ შედეგებს”, – წერს უილსონი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე:
