საზოგადოება

პოლონეთმა 8 ქართველ პოლიციელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

17 აპრილი, 2025 •
პოლონეთმა 8 ქართველ პოლიციელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

პოლონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა 8 ქართველ სამართალდამცველს, რომლებიც პროევროპული აქციის მონაწილეებზე ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.

“საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების პასუხად, პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

ჯერჯერობით, უცნობია დასანქცირებული პირების ვინაობა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი