სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთს დე ფაქტო მთავრობის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებია თავისუფალია. უწყება ავრცელებს ფოტოებს და ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბებუა უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
“ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პერიოდულად, აფხაზურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ბებუას ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. ბლოს მსგავსი ინფორმაცია ორი დღის წინ, გავრცელდა.
ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად წაუყენეს დე ფაქტო აფხაზეთის დროშის “შეურაცხყოფა”, სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”, და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა.
ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია. დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე თემაზე:
