საზოგადოება

საქართველოში ყველა მომიტინგე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – კალასი

24 თებერვალი, 2025 •
საქართველოში ყველა მომიტინგე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ საქართველოში დაკავებული ყველა მომიტინგე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ამის შესახებ მან დღეს, 24 თებერვალს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული მდგომარეობა – რეპრესიული კანონმდებლობის ადაპტაცია და ძალის გადამეტებული გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ, რეგიონში საგანგაშო მდგომარეობაა. ყველა ეს მომიტინგე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ცხადია, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს, ევროპის მიმართულებით არ მიდის. ჩვენ ველით გარკვეულ ღირებულებებს, გარკვეული ნაბიჯების გადადგმას კანდიდატი ქვეყნების მხრიდან, როგორიც არის საქართველო, და აშკარაა, რომ საქართველო სწორ ნაბიჯებს არ დგამს“, – განაცხადა კაია კალასმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი