საზოგადოება

ტვ პირველის დაკავებული ოპერატორის წერილი ზაჰესის იზოლატორიდან

19 თებერვალი, 2025 •
ტვ პირველის დაკავებული ოპერატორის წერილი ზაჰესის იზოლატორიდან

იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს ტვ პირველის დაკავებული ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის წერილს ზაჰესის იზოლატორიდან

ადვოკატის თქმით, ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა, რომ ის არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ადვოკატის თანახმად, ჯიოშვილს:

  •  უფლებები არ გააცნეს.
  • სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა, რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ.
  • არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან.
  • მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა.
  • სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში, რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა.
  • დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.

“პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში და ჩვენ მიერ არაერთი ზარის მიუხედავად გვატყუებდნენ, რომ დაკავებული იქ არ იმყოფებოდა. პარალელურად, ლაშას ესმოდა ჩვენი ზარები.

ლაშა ჯიოშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე აქციაზე მივიდა საპროტესტო პოსტერით: “დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე” – წუხელ გაიტაცეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ნიღბიანმა პირებმა. ჯიოშვილის დაკავება შეამჩნიეს აქციის სხვა მონაწილეებმა და ნიღბიანებთან საუბარი და პროცესის გადაღება დაიწყეს. ოპერატორმა მას უთხრა, რომ “ჯიბეში რაღაცას უდებდნენ” და გადაღება სთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი