საზოგადოება

ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა – „მთავარი არხი“

15 თებერვალი, 2025 •
ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა – „მთავარი არხი“

„მთავარმა არხმა“ ამ ეტაპზე ყველა გადაცემა შეაჩერა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა.

15 თებევრლას დილით, „მთავარმა არხმა“ განცხადება გაავრცელა, რომ არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო მათი დილის გადაცემა ეთერში ვერ გადის.

„ოქუაშვილი “მთავარ არხს” აჩერებს. “მთავარი არხის” თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო “შენი დილა” ვერ გადის ეთერში. ზაზა ოქუაშვილი ემსახურება რუსული რეჟიმის მიზნებს და ხურავს ქვეყნის მთავარ კრიტიკულ არხს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ სახსრები ეთერის აღსადგენად“, – ნათქვამია მთავარი არხის განცხადებაში.

მოგვიანებით „მთავარმა არხმა“ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

„მთავარი არხის“ განცხადებით, ყოველდღიური ოპერირების სახსრები აღარ აქვთ.

გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში:

  • საინფორმაციო გამოშვებები
  • სპეც-ეთერები
  • პოსტ-ფაქტუმი
  • მთავარი შაბათს
  • დღის სტუმარი
  • განსხვავებული აქცენტები
  • ღამის მთავარი
  • შენი დილა
  • შენი შუადღე
  • შენი შუაღამე
  • ლიტერატურული სამკუთხედი
  • მთავარი მსოფლიოში

„ამ დროისთვის „მთავარი არხის“ ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები“, – ნათქვამია „მთავარი არხის“ განცხადებაში.

„მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას ზაზა ოქუაშვილი აჩერებს.

„გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია – მიუხედავად იმისა, რომ არხს ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს:

  • კომუნალურს
  • ინტერნეტის
  • ტექმომსახურების
  • ტრანსპორტირების
  • სატელიტის
  • ანძის
  • რეიტინგის
  • შესყიდვების
  • ყველა დანარჩენს
  • ეს ყველაფერი ნელნელა ითიშება.
  • არხს არ აყიდინებენ რეკლამას.

აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ. მაღლა მზე იქნება და მთავარის გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

მასალების გადაბეჭდვის წესი